რეზონანსი
05.10.2023

იმედია, მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში იქნება მოქცეული დღევანდელი დისკუსია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„მთლიანობაში, თქვენ ხედავთ, რომ გვაქვს წარდგენილი კონკრეტული უმარტივესი არგუმენტები, რაზეც პასუხებს ვერ ვისმენთ, სამაგიეროდ მიმდინარეობს მსჯელობა ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოდ არ არის კავშირში დავის საგანთან. მაგალითად, ქვეყნის შიგნით როცა პრეზიდენტი ხვდება ელჩს, ამაზე ვრცელდება თუ არა, ეს საერთოდ არ არის რელევანტური ამ საქმისთვის. გადააქვთ აქცენტი ისეთ საკითხებზე, რომლებიც საერთოდ არ ეხება იმპიჩმენტის დავის საგანს. მთავარი არის უმარტივესი კაზუსი, პრეზიდენტს სჭირდებოდა თანხმობა, იცოდა ეს ყველაფერი, დაადასტურა რომ სჭირდებოდა თანხმობა, მიმართა [მთავრობას], ვერ მიიღო, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია. ამ დონეზე მარტივ კაზუსთან გვაქვს შეხება, თუმცა ათას აბსურდზე მიდის საუბარი, რომელიც საერთოდ შემხებლობაში არ არის საკითხთან, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, რაც არის იმპიჩმენტის დავის საგანი. იმედია, მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში იქნება მოქცეული დღევანდელი დისკუსია. თქვენ ნახეთ გუშინ დავიწყე კითხვების დასმა, ეს არის პროცედურის შემდეგი ნაწილი და დავსვი ორი მარტივი კითხვა, იყო ეს ვიზიტი მათი აზრით სამუშაო ვიზიტი, თუ იყო კერძო ვიზიტი. 10 წუთი დასჭირდათ საპასუხოდ, როცა მარტივი პასუხია გასაცემი, ეს ხომ რაღაც ოფიციალური კატეგორიებია, მათ შორის პრეზიდენტის ბრძანებულებით არის განსაზღვრული. მერე ვთხოვე პრეზიდენტის კონკრეტული ციტატის დადასტურება, რომელიც ინგლისურ ენაზე გაჟღერდა მისი მხრიდან, ამის ქართული თარგმანი მოვიტანეთ, შეგვიძლია ინგლისურიც მოვიტანოთ, არის ამოღებული ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდიდან, ვთხოვეთ მარტივად ამის დადასტურება, ამას მოაყოლეს შემდეგ ხმაური და აჟიოტაჟი. შეეცადნენ, სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაეყვანათ პროცესი. იმედია, დღეს მაქსიმალურად სამრთლებრივ ჩარჩოებში იქნება მოქცეული პროცესი", - აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×