რეზონანსი
05.10.2023

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ადასტურებს კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა. მისი განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ ქართულმა სასამართლოებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს.

„კალანდიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ის ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის აღდგენის ნაწილში უდიდესი როლი შეასრულოს, რადგან თვლის, რომ მის მიმართ შერაცხული ბრალი დღემდე დაუსაბუთებელია და განაჩენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალების შედეგად საქართველოს სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლითაა დამდგარი. ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, კალანდია ელოდება, რომ ქალბატონი პრეზიდენტი თავის დისკრეციას გამოიყენებს და სამართლიანობას ნაწილობრივ მაინც აღადგენს მიხელ კალანდიას ნაწილში. პრეზიდენტმა ეს დეტალურად უნდა შეისწავლოს განაჩენთან ერთად და შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

კალანდია შერაცხულ ბრალს არ აღიარებს, მიაჩნია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა სასამართლოზე, სამართალდამცავ ორგანოებზე ზეწოლა განახორციელეს და საპყრობილეში ამიტომ მოხვდა. ის პრეზიდენტს ამ მტკიცებულებებით მიმართავს, რომ საქმეს თავად გადახედოს და თავისი დისკრეცია გამოიყენოს სამართლიანობის აღდგენის ნაწილში. პრეზიდენტმა მიხეილ კალანდია უნდა შეიწყალოს, რადგან განაჩენი ერთადერთ ჩვენებას ემყარება, რომელიც გიორგი ჯანაშიამ მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და საპყრობილიდან გაათავისუფლეს“, - განუცხადა თოდუამ "ინტერპრესნიუსს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×