რეზონანსი
05.10.2023

„ხალხის ძალის“ დეპუტატმა სოზარ სუბარის განცხადებით, ევროპამ რუსეთთან ვაჭრობა ძალიან ბევრ სფეროში კი არ შეამცირა, არამედ იგივე დონეზე დატოვა. სადაც შეამცირა, იქ აღმოჩნდა, რომ რუსეთიდან არ შედის ბენზინი და დიზელი, მაგრამ რუსული დიზელი და ბენზინი შედის ტუნისიდან, ინდოეთიდან და გაიზარდა ევროპის ვაჭრობა. ამ დროს ჩვენ გვთხოვენ, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რომ ჩამოიქცეს ჩვენი ეკონომიკა, გაღარიბდეს ჩვენი მოსახლეობა. მისივე თქმით, ოპოზიციამ რუსეთის შემდეგ ახალი მტერი აღმოაჩინა და ეს არის ჩინეთი, რომელთანაც საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

„თუ აქამდე ვლაპარაკობდით, რომ საქართველოზე უნდა გაიაროს შუა დერეფანმა, რომ საქართველოს აქვს შანსი გახდეს დამაკავშირებელი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ახლა, თურმე ამ ხიდზე ლაპარაკი ხელს უშლის ახლა პროექტს. პროექტს, რომელიც საქართველოს გვერდს უვლის, რომელიც აკავშირებს ინდოეთს, არაბულ ქვეყნებს, ისრაელის გავლით ევროპასთან. თურმე ამ პროექტში არის აშშ-ს, ევროკავშირის ინტერესები და ჩვენ თუ განვავითარებთ შუა დერეფანს, მათ ინტერესებს შევუშლით ხელს. ოპოზიციისთვის მათი ინტერესები უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი სამშობლო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და ამიტომ უარი უნდა ვთქვათ ამ ყველაფერზე.

თურმე ის არის კარგი, რუსული საქონელი რომ შემოდის და საქართველოდან არაფერი არ გადის. ამით რომ რუსული ვალუტა ძლიერდება და ქართული ლარი სუსტდება, თურმე ეს კარგია და თუ ქართველი გლეხი გაიტანს მწვანილს ან ატამს, ან ქართველი მეწარმე ღვინოს გაყიდის, ეს თურმე დანაშაული ყოფილა. პარალელურად, ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ, სანქციებს შემოუერთდითო, ამ ფონზე, ვაჭრობას აგრძელებენ რუსეთთან და მაგალითად, ბალტიისპირეთის ზოგიერთმა ქვეყანამ გადაგვასწრო კიდეც რუსეთთან ვაჭრობაში”, - აღნიშნა სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×