რეზონანსი
04.10.2023

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „მინისტრის საათის ფარგლებში" მოსმენისას ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს მიმართა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თუ სამუშაო ადგილები შეიქმნება, ქართულ ბიზნესს მთავრობა დაეხმარება და ეროვნული წარმოება განვითარდება, ქვეყნიდანაც ხალხი არ გაიქცევა.

„ინფრასტრუქტურის კუთხით, 20-30 პუნქტით ჩამოვრჩებით სომხეთსაც, აზერბაიჯანზე აღარაფერს ვამბობთ, რეალობაა ეს. ანაკლია გაჩერებულია, შემოვლითი რკინიგზა გაჩერებულია, ეს ცენტრალური მაგისტრალი ვერა და ვერ დამთავრდა, სამტრედიის ხიდი ისევ ჩამონგრეულია, 200 მილიონი იყო გამოყოფილი გზის დასაგებად დასავლეთ საქართველოში, ბიუჯეტი 900-მდე გაიზარდა, დაგრძელდა ეს გზა კაცო? დაგრძელდა, თუ რა მოუვიდა, მართლა საინტერესოა. აქაც კატასტროფული მდგომარეობაა. ვიდრე ქვეყნის ეკონომიკას სისტემური მიდგომა, სწორი ხედვა, სანამ რეალური მხარდაჭერა არ ექნება, სუბსიდიებით არა - გამოვაცალოთ მთელი ეს უბედურება, რაც ქართულ ბიზნესს კისერზე აწევს და უკეთესი იქნება.

და ბოლოს, რუსეთთან მიმართებაში რომ ამბობთ, ბევრი ციფრით მანიპულირებთ. რამდენს ყიდის რუსეთში საქართველო პროდუქციას და რამდენს ვყიდულობთ ჩვენ რუსეთისგან? 600 მილიონის პროდუქცია გავყიდეთ გასულ წელს რუსეთში, რუსეთისგან რამდენი ვიყიდეთ? მილიარდ 800 მილიონის, ანუ რუსეთმა საქართველოში 3-ჯერ მეტი გაყიდა და 3-ჯერ მეტი ფული წაიღო, ვიდრე ჩვენ რუსეთიდან შემოსავალი ვნახეთ, ამ დისბალანსის პრობლემაზეა საუბარი.... ამას უნდა მიხედვა ეკონომიკის მინისტრისგან, მიხვდით რაშია საქმე? ეს არის ეკონომიკაზე ზრუნვა - სამუშაო ადგილი შევქმნათ, ქართულ ბიზნესს დავეხმაროთ, ეროვნული წარმოება განვითარდეს და მაშინ, შობადობაც გაიზრდება, სამუშაო ადგილებიც გაიზრდება და ქვეყნიდანაც ხალხი არ გაიქცევა", - განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×