რეზონანსი
04.10.2023

„ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ. მიმდინარეობს მიწების გადმოცემის საკითხი. არის ინვესტორების დაინტერესება, ასე რომ "ნამახვანის" პროექტიც აღდგება , - ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესის" შესახებ დასმულ კითხვას.

როგორც დავითაშვილმა პარლამენტში აღნიშნა, არსებობენ პოტენციური ინვესტორები, რომელთან ერთადაც მოხდება , მათ შორის დიზაინის გადახედვა და დაზუსტება.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე უპასუხა "ხუდონჰესთან" დაკავშირებით დასმულ კითხვას.

დავითაშვილის თქმით, ეს იქნება ახალი პროექტი, რომელიც ნაკლებ ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე და მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს.

„ამ პროექტს ჩვენ განვახორციელებთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ბუნებაზე მინიმალური ზემოქმედებით, რომელიც არის სვანეთის რეგიონში. ჩვენ ენერგეტიკული კითხვით გვექნება უფრო მაღალი შედეგები. უფრო კარგი პროექტის განხორციელების იმედი გვაქვს. კვლევები მალე დასრულდება. ჩვენ გვყავს პოტენციური ინვესტორები, რომლებიც კვლევების შედეგებს ელოდებიან. ეს იქნება წამყვანი და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის კომპანიები, უახლოეს ხანებში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით.

კომპანია „შტუკი" არის საერთაშორისო, შვეიცარიული კომპანია, გლობალური გამოცდილების. ისინი ახორციელებენ პროექტის შესწავლას. ჩვენ ველოდებით შედეგებს. ეს იქნება ახალი პროექტი, რომელიც ნაკლებ ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე და მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს",- განაცხადა დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×