რეზონანსი
04.10.2023

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კითხვას, პასუხობს.

როგორც დავითაშვილმა პარლამენტში აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით, ფაქტობრივად სხვა ეკონომიკა გვაქვს.

სტილი არ არის 2012 წელს შევადარო, მაგრამ ოპოზიცია თვითო ითხოვს მოსახლეობას შევახსენოთ თუ როგორ შეიცვალა ეკონომიკის მდგომარეობა 2012 წელთან შედარებით.

„ჯერ ერთი საბანკო სექტორი არის საფინანსო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი. როგორც საბანკო სექტორის მოგება გაიზარდა, ისე ძალიან ბევრი რამ გაიზარდა ეკონომიკური მიმართულებით 2012 წელთან შედარებით. მაგალითად, 2012 წელთან შედარებით 2022 წელს სიღარიბე განახევრდა. ასევე 40%-ით შემცირდა უმუშევრობის დონე. 2012 წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 245 ათასი დასაქმებულით. მთლიანი შიდა პროდუქტი იცით, რომ 165%-ით გაიზარდა.

2012 წელთან შედარებით, ფაქტობრივად სხვა ეკონომიკა გვაქვს. მშპ 1 სულ მოსახლეზე გაიზარდა 2,7 ჯერ . 2,3 ჯერ გაიზარდა ექსპორტი. გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, უცხოური ინვესტიციები. შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. რეკორდულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ა.შ. სია საკმაოდ დიდია, უბრალოდ, მსმენელი დაიღლება, რომ აღვნიშნოთ თუ რა გაიზარდა და შეიცალა ქვეყანაში 2012 წლიდან.

ჩემი სტილი არ არის 2012 წელს შევადარო, მაგრამ ოპოზიცია თვითო ითხოვს მოსახლეობას შევახსენოთ როგორ შეიცვალა ეკონომიკის მდგომარეობა 2012 წელთან შედარებით", - განაცხადა დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×