რეზონანსი
04.10.2023

ახლა, როდესაც კანდიდატის სტატუსზე შანსები გაიზარდა, ოპოზიცია აწრიალდა, რომ როგორმე ეს წარმატება არ დაუკავშირდეს ხელისუფლებას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის მანდატით იბრძვიან, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

„ახლა, როდესაც კანდიდატის სტატუსზე შანსები გაიზარდა, ოპოზიცია აწრიალდა, რომ როგორმე ეს წარმატება არ დაუკავშირდეს ხელისუფლებას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია. გაუგონარი აბსურდია. დემოკრატიას ეწინააღმდეგება საერთოდ იმის მტკიცება, რომ საქართველო როდესაც კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს არ იქნება ხელისუფლების დამსახურება საერთოდო და პრეზიდენტს და ხალხს ეკუთვნის ეს გამარჯვებაო. ასეთი ხელოვნური ჩარევა პროცესში უბრალოდ წარმოუდგენელი უსამართლობაა. როგორ შეიძლება, რომ ქვეყნის ხელისუფლებას საერთოდ იზოლაცია გაუკეთო ქვეყნის წარმატებისგან?! მეორეც, ამ საზოგადოებამ აირჩია ეს ხელისუფლება და ჩვენ ხალხის მანდატით ვაკეთებთ ყველაფერს, ვიბრძვით, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. აქედან ხელისუფლების დისტანცირება იყო გაუგონარი, აბსურდული მცდელობები, რამაც კრახი განიცადა. ახლა მიდის ბრძოლა, რომ როგორმე შეასუსტონ ის მუხტი, რაც იმ წარმატებას მოჰყვება, საქართველო რომ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს არის ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ყველანაირ საფუძველს შევქმნით იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ეს იცის ოპოზიციამ და ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი რომ ოპოზიციაზე აქტიურია ამ პროცესში და ოპოზიციას რომ ჩამოართვა თავისი როლი, ესეც მიანიშნებს, რომ რადიკალური ოპოზიცია არის გაკოტრებული, მათ არ აქვთ დღის წესრიგი და პრეზიდენტს აგულიანებენ ამ პროცესში", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×