რეზონანსი
04.10.2023

პრეზიდენტმა, როგორც მიმართვის დროს, ისე წერილებში, როდესაც პარტნიორებს მიმართავდა, თვითონ დაადასტურა, რომ ის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აპირებდა ვიზიტებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

„გუშინდელმა პროცესებმა დაგვანახა, რომ ირაკლი კობახიძეს, გიორგი კახიანს და ჩვენს კოლეგებს ძალიან მკაფიო და გასაგები არგუმენტები აქვთ. ძალიან დიდი კონტრასტი იყო მათ და პრეზიდენტის წარმომადგენლების მიერ წარდგენილ არგუმენტებს შორის. მათ არც აქვთ დიდი სივრცე, რომ დაიცვან პრეზიდენტის პოზიცია, რადგან ყველაფერი აშკარაა. საბოლოო ჯამში, დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააკეთოს.

ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი მიდგომა, რომ კონსტიტუციის დარღვევას რამე ამართლებდეს. თუ ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფო, კონსტიტუციის დაცვით უნდა ვაკეთოთ ის საქმე, რაც გვევალება და ის საქმეც, რომლის ძალიან გვჯერა", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×