რეზონანსი
04.10.2023

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ემსახურებოდა მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ჩვენი ნაბიჯებიც, ეს საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება ზიანის დადგომის პრევენციას. პროვოკაციებს, აფეთქებებსა და მკვლელობებს ვერ დაველოდებით და შემდეგ ვერ დავიწყებთ რეაგირებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა დაამტკიცონ.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ უსაფრთხოების სისტემა მუშაობს გამართულად და აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი დეზინფორმაცია., რომ უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ. მიზანმიმართულად, ხელოვნურად გამოიწვიონ არა მარტო უნდობლობა ამ უწყების მიმართ, არამედ ზიზღი და სიძულვილი. იცით თუ არა რომ, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყველაზე ნაკლებ დროს უთმობენ საკუთარ ოჯახებს, შვილებს, მშობლებს და ყველაზე მეტ დროს უთმობენ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება პოლიტიკოსებმა გააკეთონ არის მათი შრომისა და საქმიანობის დაუფასებლობა და მინიმუმ დაუნახაობა, რასაც სამწუხაროდ ადგილი აქვს რადიკალების მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით დღეს დაამტკიცებს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. მიზეზი მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×