რეზონანსი
04.10.2023

პროცესი, თავისთავად, ნორმალურია. ორივე მხრიდან არგუმენტები და მსჯელობაა, ეს კარგია, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პროცესი, თავისთავად, ნორმალურია. ყველაზე ცუდად, ჩემი აზრით, ბატონი ტურავა გამოიყურება, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად აკლია ობიექტურობა. ორივე მხრიდან არგუმენტები და მსჯელობაა, ეს კარგია. როდესაც „ქართული ოცნება" თავს იკატუნებს და ამბობს, რომ მისთვის ძალიან დიდი პრობლემაა ხმები და ალბათ ვერ გადალახავენ მანდატიან ბარიერს და რომ ოპოზიციასთან არ ლაპარაკობენ, აი მანდ არის სადღაც ძაღლის თავი ჩამარხული და როგორც ჩანს, ინტენსიური მოლაპარაკებაცაა და შეთავაზებებიც" , - აღნიშნა ელისაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს მსჯელობის საგანია დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×