რეზონანსი
29.09.2023

2024 წელს საქართველოს მთავრობის ვალის მაჩვენებელი ე.წ. უსაფრთხო დონეზე, 38.2%-ზე იქნება,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, თუ 2020 წელს ქვეყნის საგარეო ვალი 60%-ზე მეტი იყო, მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებით ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.

„მთავრობის ვალის მაჩვენებელი ე.წ. უსაფრთხო დონეზე იქნება. 2020 წელს 60.2% იყო. ჩვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა და მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ კი შესაძლებლობა მოგვცა, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით მთავრობის ვალის დონე მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა. მომდევნო წელს 38.2% იქნება, რაც საქართველოს ზომის ეკონომიკისთვის სრულიად უსაფრთხო მაჩვენებლად ითვლება",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×