რეზონანსი
28.09.2023

ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის ტერიტორიიდან შვეულმფრენმა ქვეყნის საზღვარი ორჯერ გადაკვეთა.

ბელარუსის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, პირველად პოლონური შვეულმფრენი ბელარუსის ტერიტორიის სიღრმეში კილომეტნახევარზე, დაახლოებით ერთ საათში კი, ბელარუსის ტერიტორიაზე მეორედ უკვე 300 მეტრის სიღრმეში შევიდა.

ბელარუსის მედია წერს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ მორიგე ავიაცია გაუშვეს. „ამ ეტაპზე მომხდარის გარემოებები ზუსტდება. თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შესაბამის ნოტას ამზადებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×