რეზონანსი
28.09.2023

ყველა, ვინც საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის" მოყვანითაა დაინტერესებული, ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსს დაარტყას, სამწუხაროდ, ამ ლოგიკაში თავით გადაეშვა საქართველოს პრეზიდენტიც, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

„ყველა ვხვდებით, რომ საქართველოსთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა შეიძინა კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ. ყველა ვთანხმდებით ამასთან დაკავშირებით, ოღონდ ოპოზიცია სერიოზულად შემჩნეულია, რომ ხელისუფლებას ხელი უნდა შეუშალონ ამ მიმართულებით, რომ წარმატება არ ჰქონდეს ქვეყანას. საქმე იმაშია, რომ ამასწინათ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პირდაპირ თქვა, რომ თუ ამ ხელისუფლებამ შეძლო და კანდიდატის სტატუსი მიიღო, ჩვენი საქმე კარგად არ იქნებაო. მერე „ფარაზე" იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ დიდ ფულს ხარჯავენ ლობისტების დაქირავებაში მარტო იმიტომ, რომ ვინმე დაარწმუნონ უცხოეთში, რათა საქართველოს დაუწესონ სანქციები. საქართველოს და არა ვინმეს პერსონალურად. ასეთ ფონზე გასაგებია ყველასთვის, რომ ეს ხალხი ცდილობს, ქვეყანას არ ჰქონდეს წარმატება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არ გამოჩნდეს ხელისუფლების წარმატებად. დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ არაევროპულია ეს ხელისუფლება. თავისი გულშემატკივრებიანად ყველა, ვინც კი საქართველოში ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის" მოყვანითაა დაინტერესებული, ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსს დაარტყას. ამას აკეთებს კუბილიუსი, რომელიც პირდაპირ გადაჯაჭვულია ამ ხალხთან. იქ არის პოდოლიაკი და სამწუხაროდ ამ ლოგიკაში თავით გადაეშვა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც გამოვიდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ და თქვა, რომ შარშან საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდაო. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არანაირი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამს, რომ თუ სხვა ქვეყნები იმსახურებდნენ კანდიდატის სტატუსს საქართველო რატომ არ იმსახურებდა?! მერე სწყინთ, რომ ვეუბნებით ამას, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამიანთა წრეს უერთდებიან, რომლებიც იძახიან, რომ საქართველო არასრულფასოვანი სახელმწიფოა",- აღნიშნა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×