რეზონანსი
17.09.2023

კანადა, დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შექმნილ უკრაინის საერთაშორისო დახმარების ფონდში 33 მილიონი კანადური დოლარს [24,38 მილიონი აშშ დოლარი] გადარიცხავს შემოწირულობის სახით. განცხადება ამის შესახებ კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა გააკეთა.

ფონდი უკრაინისთვის სამხედრო მასალის შესყიდვას ისახავს მიზნად.

კანადის მიერ გადარიცხული ფული მოხმარდება უკრაინისთვის ასობით მოკლე და საშუალო მანძილის საზენიტო რაკეტისა და მასთან დაკავშირებული სისტემების შეძენას, რომლებიც საჭიროა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში, კანადის დახმარების ჯამური ოდენობა 8 მილიარდ დოლარზე მეტია, საიდანაც 1,8 მილიარდზე მეტი სამხედრო დახმარებაზე მოდის.

ამ დახმარების ფარგლებში, კანადამ უკრაინას უკვე მიაწოდა AIM-7 რაკეტები, 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალა, Leopard 2A4 ძირითადი საბრძოლო ტანკები და ჯავშანტექნიკა, საევაკუაციო მანქანა, NASAMS საზენიტო სარაკეტო სისტემა საბრძოლო მასალებით, 39 ჯავშანტექნიკა, საბრძოლო დამხმარე მანქანები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, M777 ჰაუბიცები და საბრძოლო მასალები, მაღალი გარჩევადობის დრონის კამერები, ზამთრის ტანსაცმელი და სხვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×