რეზონანსი
17.09.2023

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი ტყვედ ოფიციალურად აღიარა, - ამის შესახებ მისმა ვაჟმა უკრაინულ მედიას განუცხადა.

„წითელ ჯვარს დავუკავშირდი და მითხრეს, რომ რუსულმა მხარემ მამაჩემი იგორ კოლიხაევი ტყვეების სიაში შეიყვანა და რომ ის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება. მისი ადგილმდებარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ დაუკონკრეტებიათ", - აღნიშნა სვიატოსლავ კოლიხაევმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის მერი 2022 წლის 26 ივნისს გაიტაცეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.

მისი თანამშრომლების განცხადებით, რუსებმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ კოლიხაევმა მათთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×