რეზონანსი
17.09.2023

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს განცხადებით, ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება და შესაძლებელია, მოვლენები მოულოდნელი გზით განვითარდეს, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების თვალსაზრისით.

"ჩვენ ძალიან მგრძნობიარე სიტუაციაში ვართ. წვრილმანმაც კი შეიძლება შეცვალოს სიტუაცია და, სამწუხაროდ, უარესობისკენ. ეს არის ფართომასშტაბიანი ომის რისკი. ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უზარმაზარია", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა The New York Times-თან ინტერვიუში.

საული ნიინისტოს განმარტებით, მისი გაფრთხილება ნაწილობრივ პასუხია მათ მიმართ, ვინც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და დრონების მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოლიტიკას აკრიტიკებს და ზედმეტად ფრთხილს უწოდებს.

"არსებობს განსხვავება მათ შორის, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა აქვს და ვისაც არ აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ თუ იქნება ესკალაცია დიდ ომამდე, ეს იქნება მსოფლიო ომი და ბირთვული რისკი უფრო დიდი გახდება", - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა და ყველას მოუწოდა, „გაიგონ იმათ პოზიცია, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×