რეზონანსი
17.09.2023

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს შეერთებული შტატები მართავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ხელით იბრძვის.

„ხდება ის, რომ უკრაინას მრავალი წელი ამზადებდნენ, რათა მისი ხელითა და სხეულით ეწარმოებინათ ბრძოლა რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მისაყენებლად. რაც არ უნდა თქვან, ისინი მართავენ ამ ომს, აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალას, დაზვერვის მონაცემებს, თანამგზავრებიდან მონაცემებს - ისინი ჩვენს წინააღმდეგ ომს აწარმოებენ", - განაცხადა ლავროვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×