რეზონანსი
17.09.2023

კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად 33 წლის კაცი გარდაიცვალა.  შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, დილით მოხდა.

ლევან შიშნიაშვილი მეგობართან ერთად სოფლის მიმდებარედ, მინდორში, ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა, რომელიც ტყვია თავის არეში მოხვდა. შიშნიაშვილი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდარიდან მალევე ერთი პირი დააკავეს და ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×