რეზონანსი
17.09.2023

ვხედავთ ფრთას, რომელსაც არ უნდა რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაც იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკას" განუცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ევროკომისიას ჰქონდეს სრული საფუძველი საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ, ყველა სამართლიანი კრიტერიუმით ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუს და ვთვლი, რომ დღესაც საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ევრორეკომენდაციების მიხედვით დიდი სამუშაო შესრულდა, ჩვენ გავაკეთეთ და შემოდგომის ბოლომდე კიდევ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკომისიას ჰქონდეს სრული საფუძველი საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×