რეზონანსი
16.09.2023

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანკარას შეუძლია, ევროკავშირს დაშორდეს. ამის შესახებ ერდორანმა მედიასთან აშშ-ში გამზგავრებამდე საუბრისას განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ნაბიჯებს დგამს თურქეთისგან დისტანცირებისთვის.

„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებას ამ მოვლენების გათვალისწინებით. ამ შეფასებების შემდეგ, თუ საჭირო იქნება, ჩვენ შეგვიძლია, დავშორდეთ ევროკავშირს", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის ლიდერს ევროკავშირში გაწერვიანების პროცესზე და ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშზე ჰკითხეს, რომელშიც ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებაზეა საუბარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×