რეზონანსი
16.09.2023

თუ ოპოზიციას უფიქსირდება მშობლისგან საჩუქარი არ იმჩნევენ, ჩვეულებრივი მოცემულობაა, ხოლო მთავრობის წევრისთვის დანაშაული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციას მიმართავს და აცხადებს, რომ მათი რეალური სახეები კარგად იცის საზოგადოებამ.

„რა ბოროტი რამეა ეს არქივი?! პრემიერ-მინისტრს როგორ შეიძლება მამამ ფული აჩუქოსო, გაოცებულია ნაცმედია, ნაცექსპერტობა და მთელი „შანტრაბა"...

ნუ, თუ ოპოზიციას უფიქსირდება მშობლისგან საჩუქარი, არ იმჩნევენ, ჩვეულებრივი მოცემულობაა, ხოლო მთავრობის წევრისთვის - დანაშაული.

მოკლედ, ყველა ინსინუაციური კამპანია წააგეთ, ისეთი ბითურები ხართ, რომ თქვენმა მოფიქრებულმა ფეიკ-სკანდალმა ცოტა დიდი ხნით რომ გაძლოს და ერთ კვირაში არ გაბითურდეს ავტორივით, ეგეც არ შეგიძლიათ.

ეს არქივები და თქვენი რეალური სახეები კარგად იცის საზოგადოებამ. ამიტომაც ხართ არჩევნებიდან არჩევნებამდე რომ ღაფავთ სულს!", - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×