რეზონანსი
16.09.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვებს დააწესებენ, კიევი „ცივილიზებულ პასუხს“ გასცემს. მან ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე არსებული შეზღუდვები მოხსნისთვის მადლობა გადაუხადა და იმ ქვეყნებზეც ისაუბრა, რომლებმაც ამ მიმართულებით ინდივიდუალური წესით დააწესეს შეზღუდვები.

„მადლობას ვუხდი ურსულა ფონ დერ ლაიენს თავისუფალი ბაზრის წესების დაცვისთვის. ეს არის მაგალითი ნამდვილი ერთობისა და ნდობის უკრაინასა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც წესები მუშაობს, ხოლო შეთანხმებები სრულდება.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა ერთიანობამ ორმხრივ დონეზეც იმუშაოს და რომ მეზობლებმა უკრაინას ომის დროს მხარი დაუჭირონ, ხოლო თუ მათი გადაწყვეტილებები ევროკავშირის სამართალს დაარღვევს, უკრაინა მათ ცივილიზებულ პასუხს გასცემს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ევროკომისიამ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე არსებული შეზღუდვები მოხსნა - პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი აკრძალვას გაახანგრძლივებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×