რეზონანსი
15.09.2023

რამზან კადიროვი ქრონიკული დაავადებების გართულების გამო „კრიტიკულ“ მდგომარეობაშია. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა გაავრცელა.

„დიახ, მართლაც არის ინფორმაცია, რომ ომის დამნაშავე კადიროვი მძიმე მდგომარეობაშია. მას არსებული დაავადებები გაურთულდა და გამოიწვია ასეთი მძიმე მდგომარეობა“, - ამტკიცებს იუსოვი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაცია რამოდენიმე წყაროდან დადასტურდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვრცელდება ჭორები კადიროვის ჯამრთელობის გაუარესების შესახებ, მაგრამ იგი რეგულარულად უარყოფდა მათ. პირველ რიგში, საუბარია, რომ კადიროვს თირკმლების უკმარისობა აქვს და ქირურგიული ჩარევებს შედეგი არ მოაქვს.

2022 წლის დეკემბერში კადიროვმა განაცხადა, რომ გადიოდა სამედიცინო გამოკვლევებს და რაიმე სერიოზული დაავადება არ აღმოაჩნდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×