რეზონანსი
15.09.2023

ფაქტი დევს მაგიდაზე, რომ ფარცხალაძე ამ ქვეყანას ღალატობდა და ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუში იყო საქართველოში - მისი სანქცირება არის პირდაპირი გზავნილი „ოცნებისთვის" და ბიძინა ივანიშვილისთვის, ბევრ ადამიანს ძალიან შეეშინდებოდა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით დადასტურდა, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებდა და არავის სჯერა, რომ ის ამ საქმეში მარტო იყო.

სამნიძის განცხადებით, შესაძლოა, ოპოზიციამ ფარცხალაძის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელოს.

„მე მინდა ხაზი გავუსვა, რამდენად მძიმეა საფუძველი, რის გამოც ბატონი ფარცხალაძე დასანქცირდა. ეს არის ჯაშუშობა, ქვეყნის ღალატი და პირდაპირ მაგიდაზე დევს ფაქტი. ფარცხალაძის ასეთი ტიპის პასუხები არავის არ უკვირს და არავის არ აინტერესებს, როდესაც ფაქტი დევს მაგიდაზე, რომ ის ამ ქვეყანას ღალატობდა და უცხო ქვეყნის, ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუში იყო ამ ქვეყანაში.

„ქართულ ოცნებაში" დაბნეულები არიან. როცა ამბობენ, რომ 10 წელია ადამიანთან შეხება არ ჰქონიათ, ყველამ ძალიან კარგად იცის ასევე, რომ 2018 წელს, მათ შორის, ის იყო არაფორმალური წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილის სხვადასხვა ბიზნესგარიგებებში და ა.შ. არავის არ სჯერა, რომ ის ამხელა ძალაუფლებით სარგებლობდა, ამხელა ძალაუფლებით ალაგებდა რაღაც ბიზნესებს და მას არ ჰქონდა მფარველობა და დასტური ბიძინა ივანიშვილისაგან," - განაცხადა სამნიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×