რეზონანსი
15.09.2023

„ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებთან გაერთიანებით მესამე ცენტრი არ იქმნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ვერ მალავს მათ ძირითად სურვილს, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და რაღაცნაირად არეულობა მოხდეს.

„ერთადერთი ხედვა, რაც მათ [ოპოზიცია] გააჩნიათ, არის ის, რომ სიტუაციურად თუ სადმე რამე მოხდება, იქნებ ბოროტად გამოიყენონ ქვეყნის წინააღმდეგ. საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიციის ძახილი, ქართველი ხალხი იმსახურებს, მაგრამ და ა.შ. ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვეულებრივი სპეკულანტები და მავნებლები არიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არმინიჭების საკითხში. აქედან გამომდინარე, მესამე ცენტრის ჩამოყალიბებაც არის ასეთი სპეკულაციის შედეგი, რომელიც ხიბლს კარგავს. ვერ მალავენ მათ ძირითად სურვილს, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და რაღაცნაირად არეულობა მოხდეს. წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობაში არიან, თვითონ ხომ დაქსაქსულები არიან, ამ დროს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა, მშვიდობაა, ბიუჯეტი იზრდება, სოციალური პროგრამების უფრო ფართოდ გაშლა ხდება, ხელფასები იზრდება და ა.შ. ამ ფონზე მთავრობა თავისი პოლიტიკით სტატუსსაც იღებს, რა თქმა უნდა, მათთვის ეს ყოვლად მიუღებელია. რაც შეეხება მესამე ცენტრის შექმნას, ერთს დავამატებ, „ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებთან გაერთიანებით მესამე ცენტრი არ იქმნება", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×