რეზონანსი
15.09.2023

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში - გარდაიცვალა ქალი და დაშავდა 6 არასრულწლოვანი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქალაქ საგარეჯოში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც არასრულწლოვანი პირი მართავდა, ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს შეასკდა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომანქანის დაშავებული მგზავრები კი, რომლებიც საგარეჯოს პირველი სკოლის მოსწავლეები არიან, საგარეჯოს „ჯეოჰისპიტალსში" გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ნაწილებად არის დაშლილი. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×