რეზონანსი
15.09.2023

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გურიაში, სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს.

ლაშა ხუციშვილის განმარტებით, რთულია წინასწარ იმის თქმა, თუ რა დაჯდება აღნიშნული სტიქიის შედეგად დაზარალებულების დაკმაყოფილება.

„შესაბამისი ბრძანებულება გამოცემულია, ეს არის კომპენსაციების გადახდა ოჯახებისთვის, რომლის წევრებიც დაიღუპნენ, ამ ნაწილში აღნიშნული თანხები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. გარდა ამისა, ხარჯი გაიწევა სტიქიის მიმართულებით, იმ ადამიანების ხარჯებს, რომლებიც ამ ეტაპზე გამოსახლებული არიან სახლებიდან და გურიაში სასტუმროებში ცხოვრობენ, სახელმწიფო ფარავს. გარდა ამისა, ეს ეტაპი დასრულებული არ არის, აქტიურად მიმდინარეობს იმ სახლების შესწავლა, რომლებიც დაცლას საჭიროებს და საცხოვრებლად არ გამოდგება. დღეს ვიცით, რომ ასეთი ოჯახების რაოდენობა 150-200-ზე მეტიცაა, მას შემდეგ, რაც სრულად იქნება აღწერილი აღნიშნული სახლები და სპეციალისტები იტყვიან კონკრეტულ სახლზე, სახიფათოა თუ არა, ცხოვრება შეიძლება თუ არა, ამის შემდეგ იქნება ანაზღაურება ან თანხობრივი, ან სახელმწიფო შეუძენს მათ ბინებს და გადასცემს იმის სანაცვლოდ, რომლის დატოვებაც მოუწევთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა, საკმაოდ რთულია პროგნოზის გაკეთება, რა მასშტაბი იქნება, თუმცა, ეს იქნება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი", - განაცხადა ხუციშვილმა.

კითხვაზე, რა ფორმით და რა ვადაში გაიცემა დაზარალებულებისთვის ანაზღაურება, ხუციშვილი ამბობს, რომ დეტალური ინფორმაცია რამდენიმე დღეში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სრული სურათი იქნება წარმოდგენილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×