რეზონანსი
15.09.2023

ყველა მოქალაქის, ვისი სახლიც დაინგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველა ამ ოჯახის განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ახალი სახლი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გურიაში ჩვენს ბევრ თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრათ, იმ სახლებში ცხოვრება არ შეიძლება. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა მოქალაქე, ვისი სახლიც დაინგრა, ან ვისს სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველა ამ ოჯახის განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ახალი სახლი; ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ. ესეც მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, რომ სანერვიულო არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მათ პრობლემებს მოვაგვარებთ", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×