რეზონანსი
15.09.2023

მთავრობის გადაწყვეტილებით, შოვსა და გურიაში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახები ფულად დახმარებას მიიღებენ, თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფულადი დახმარება ერთჯერადი იქნება.

„მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას. ჩვენ ვიმსჯელეთ ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×