რეზონანსი
15.09.2023

პარტია "ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ ის ორი პარტია დაასახელა, რომელთანაც პოლიტიკური თანამშრომლობა არ წარმოუდგენია. ესენია "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა".

"როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა? ეს უნდა მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" ორპარტიული პოლარიზების მიღმა არსებული, გაძლიერებული მესამე ალტერნატიული ცენტრით, რეალური ალტერნატიული ცენტრით. ეს უნდა გაკეთდეს იმ პოლიტიკური სახეებით, მათ შორის არაპოლიტიკური სახეებით, პოლიტიკური სუბიექტებით, რომელთა მიმართაც არ არსებობს მძიმე პოლიტიკური შეკითხვები და წარსული. ყველა, მინუს "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". აქ არის მნიშვნელოვანი დათქმები - შინაარსობრივი თანხვედრა და ლაიტმოტივად პროდასავლურობა უნდა გასდევდეს მთელ ამ პროცესს იმიტომ, რომ ეს არის გამოსავალი და ყველა მსგავსი ერთობა საზოგადოებასთან უნდა იყოს შეთანხმებული.

ამ ეტაპისთვის, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ვატარებთ ეროვნულ კვლევებს, რომელიც გვიპასუხებს, რა უნდა საზოგადოებას, როგორ და ვისთან ერთად წარმოუდგენია "ლელო“ – "დროასთან" და "გირჩთან" ერთად, წარმოუდგენია ნიკა გვარამიას რაიმე ტიპის სამოქალაქო მოძრაობასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან, ანა დოლიძესთან... რა არის საზოგადოების დაკვეთა, ყოველთვის ვეკითხებით საზოგადოებას. ამ კვლევებს ვატარებთ და ველოდებით შესაბამის პასუხებს და შემდეგ ეს იქნება აღსრულებული," - განაცხადა "პალიტრანიუსის" ეთერში კუპრაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. მესამე ძალის ჩამოყალიბების საკითხზე კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან უკვე აქვთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×