რეზონანსი
15.09.2023

ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ოპოზიცია მათ პოლიტიკურ პატრონს ეუბნება, რომ მოიყვანონ ისინი ხელისუფლებაში და შეასრულებენ იმას, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს. 

„რა უნდათ იმათ, ვისთანაც ესენი [ოპოზიცია] დადიან? იმათ უნდათ, რომ საქართველო იყოს რუსეთის ამ ბოროტების იმპერიის გარშემო ე.წ. ცეცხლოვანი სარტყელის წევრი ვიყოთ ჩვენ და როგორც უკრაინელმა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, ჩვენი დედებიც ტიროდნენ ისე, როგორც მათი დედები ტირიან. ოპოზიცია დადის ქვეყნის გარეთ სხვადასხვა პარტიასა და პოლიტიკურ პატრონთან და ეუბნება მათ, რამენაირად მოგვეხმარეთ გარედან, რომ დავამხოთ ეს ხელისუფლება, ჩვენ მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში, დაგვნიშნეთ საქართველოს ხელისუფლებაში და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა "იმედის" ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×