რეზონანსი
14.09.2023

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისია თავის სიტყვას შეასრულებს და უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს გააუქმებს

მისი თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ ევროკომისია გააუქმებს უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვებს, რომელსაც მოქმედების ვადა 15 სექტემბერს ეწურება.

მისი აზრით, უკრაინისთვის შეზღუდვების არცერთი ფორმა არი არის მისაღები, „რადგან ეს ძირს უთხრის ერთიანი ბაზრის პრინციპს, ასოცირების შეთანხმებასა და ნდობას ევროკავშირის ვალდებულებების მიმართ".

ცნობისთვის, ივნისში ევროკომისიამ შეზღუდვები 15 სექტემბრამდე გააგრძელა, რომელიც ბოლო მსგავსი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×