რეზონანსი
14.09.2023

მინდა, ერთის მხრივ წუხილი გამოვთქვა, რადგან სანქცირების პოლიტიკა აზარალებს ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ ეს არის რეალური აუცილებლობა, რომ კრისტალიზირდეს, თუ ვინ მოქმედებს ამ ქვეყანაში საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა, ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების ჯგუფის წევრები ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რათა სანქცირების პოლიტიკა ხელშესახები გამხდარიყო.

„გვინდა გამოვეხმაუროთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, დასანქცირდეს ოთარ ფარცხალაძე, ივანიშვილის პირადი ოლიგარქი, ივანიშვილის პროკურორი, ოდიოზური ფიგურა, რომლის მიმართებაშიც ცალსახა აზრია ჩამოყალიბებული ქართულ საზოგადოებაში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში და მან თავის გამოძახილი ჰპოვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში. ჯერ კიდევ შარშან, „ნაციონალური მოძრაობა" აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ ივანიშვილის, ფარცხალაძის, მამაცაშვილის, ჩხარტიშვილის, რუხაძის, ხიდაშელის მიმართ მიმდინარეობდა სანქცირებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა სხვადასხვა პირების და უწყებების მხრიდან. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების ჯგუფის წარმომადგენლები ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ საერთაშორისო ინსტიტუციებთან, რომ სანქცირების პოლიტიკა ხელშესახები გახდეს და მოხდეს ივანიშვილის რუსული-ოლიგარქიული რეჟიმის მხილება, რომელიც პირდაპირ მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×