რეზონანსი
14.09.2023

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის აქტუალურია საფრანგეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობები და კონსულტაციები. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღესაც პარიზში კონსულტაციები მიმდინარეობდა გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ჩვენთვის საინტერესოა როგორ ხედავს საფრანგეთი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს დელეგაციას საფრანგეთში საუბარი ექნება 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, ქვეყნის პროგრესზე, მოლოდინებზე

​„დღეს დეტალურად მიმოვიხილეთ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული საკითხები, ის ნაბიჯები, რაც შეიძლება საქართველომ გადადგას ანგარიშის მომზადებამდე. არავინ უარყოფს, რომ დეკემბრის გადაწყვეტილება არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოხდება პოლიტიკური მდგენელების გათვალისწინება. ისეთ საკითხებზე უნდა გვქონდეს მსჯელობა, რამაც შეიძლება პოტენციურად გავლენა მოახდინოს ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გაფართოების შესახებ. შესაძლებლობა მექნება შეხვედრები გავმართო საფრანგეთის პარლამენტში და განვიხილო ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. პირველ რიგში, საუბარი ეხება გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელშიც მოხდა ევროკავშირის ახალ გაფართოებაზე მსჯელობის დაწყება.

ეს მნიშვნელოვანი ასპექტია უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის. ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს უნდა ჰქონდეს იგივე სტატუსი, რაც უკრაინას და მოლდოვას. ტექნიკურად შეიძლება პროცესისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს ამ ეტაპზე ანუ საბოლოო მიზნისთვის, მაგრამ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენ სტატუსი მივიღოთ, ეს ეტაპი დროულად გავიაროთ და კანდიდატის სტატუსით დავიწყოთ ევროკავშირთან შემდგომ ეტაპებზე საუბარი. პოლიტიკური მდგენელია გეოპოლიტიკური მოცემულობა. ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია , თუ როგორი მდგომარეობა იქნება უკრაინაში ომის მიმართულებით, რა სიტუაცია იქნება იმ დროისთვის და სხვა ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×