რეზონანსი
14.09.2023

ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში. მივაწოდეთ ინფორმაცია მთავრობისა და პარლამენტის მიერ 12 რეკომენდაციის შესარულების ეტაპები, საქართველოს მზაობა და მოლოდინები ევროკავშირის სტატუსის მინიჭების შესახებ, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საფრანგეთი ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება პროცესს.

„შეაფასეს საქართველოს წარმატება და ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა და კეთილგანწყობით, მეგობრული დამოკიდებულებით გვითხრეს, რომ ინტერესით ადევნებენ თვალს და ელოდებიან, რომ საქართველოს მიერ დარჩენილი რეკომენდაციებიც წარმატებით შესრულდება, რათა ყველა ერთად, იმედით დაველოდოთ დეკემბერში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. საფრანგეთი გვეუბნება: ევროპის კარი ღიაა იმ პირობით, რომ საქართველომ აჩვენოს მზაობა, ნება, არამხოლოდ დღეს არსებული რეკომენდაციები შეასრულოს, არამედ მზად იყოს შემდეგ ჩაერთოს სრულად კრიტერიუმებისა და ნორმების შესრულებაში, რასაც მოითხოვს მომავალში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×