რეზონანსი
14.09.2023

ბაზების გახსნის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არის სამარცხვინო მანიპულაციაა, რომელზეც, ვფიქრობ, ბოდიშის მოხდა მართებს ყველა ადამიანს, ვინც ორი დღის განმავლობაში ამით სპეკულირებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი დეზინფორმაცია აზიანებს საქართველოს იმიჯს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ეს იყო კლასიკური მანიპულაცია „ნაციონალური მოძრაობის" სტილში, როდესაც ერთი ხელით თქვეს ჭორი და მეორე ხელით გააკეთეს კომენტარები, შეფასებები. წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად უყურებენ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პროდიუსერები და მათი სპიკერები ჩვენს საზოგადოებას. გამოდის, რომ აშშ-ის მთავრობამ ვერ ნახა ფორმატი, დრო და მოლაპარაკების საშუალება საქართველოს მთავრობასთან და ვინმე ქალბატონ ლიკას დააბარა, რომ უნდა ბაზის გახსნა და რას იტყოდა ამაზე ოფიციალური თბილისი. ისევ ქალბატონმა ლიკამ მიიტანა თურმე ამბავი უკან და აშშ-ის ბაზასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია შეუთვალა. აბსურდთან ერთად, ეს ძალიან სამარცხვინო მანიპულაციაა, რომელზეც, ვფიქრობ, ბოდიშის მოხდა მართებს ყველა ადამიანს, ვინც ორი დღის განმავლობაში ამით სპეკულირებდა.

ამერიკის საელჩომ პრაქტიკულად უარყო და ამით ტყუილში, მანიპულაციაში დაადანაშაულა ეს კონკრეტული ძალა, მათ მიერ კონტროლირებადი ჟურნალისტები, თუ სპიკერები. ასეთი მანიპულაციები, დეზინფორმაცია აზიანებს საქართველოს იმიჯს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. თუ ვნახავთ, ვინ მოიგონა ეს ჭორი, შემდეგ ვინ ცდილობდა ამის გავრცელებას, უკვე ყველაფერი ნათელი იქნება. იმ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრით არიან დაკავებული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×