რეზონანსი
14.09.2023

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსს" და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კოდექსის კენჭისყრამდე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა საკითხზე მომხსენებელს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს ის სარედაქციო ცვლილებები გააცნო, რომელიც კომიტეტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტზე მოამზადა.

საკითხი ეხება კოდექსის 162-ე მუხლს, რომელშიც საუბარია, „თავდაცვის მიზნებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით", საომარი მდგომარეობის მოქმედებების პერიოდში, მოქალაქეების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღისა და სხვადასხვა მასალის დროებით ჩამორთმევაზე.

ასევე ცვლილება შეეხება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საქართველოდან დროებით გასულ საქართველოს მოქალაქეების გამოძახების წესს. ცვლილების თანახმად, „დაუყოვნებლივ" დაბრუნების ნაცვლად, პროექტში „გონივრულ ვადაში" დაბრუნება ჩაიწერება.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტები.

კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×