რეზონანსი
14.09.2023

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს ლოდინი და მეტი იარაღი გაგზავნოს უკრაინაში.

ყოფილი პრემიერის თქმით, ბრიტანეთმა უნდა დააჩქაროს კიევის სამხედრო მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იარსებებს ვლადიმერ პუტინის პოტენციური გამარჯვების რისკი.

„ჩვენგან მხოლოდ ერთი რამ სჭირდებათ - იარაღი, რათა საქმე დასრულდეს და ამიტომ უბრალოდ არ მესმის, რატომ განვაგრძობთ დროის გაჭიანურებას? როგორ შევხედოთ ამ ხალხს თვალებში და ავუხსნათ, რატომ ვაჭიანურებთ? მთელი ამ ომის განმავლობაში ჩვენ ვერ ვაფასებდით უკრაინელებს და ზედმეტად შევაფასეთ პუტინი. დღესაც იმავეს ვაკეთებთ", - აცხადებს ჯონსონი ბრიტანულ გამოცემა spectator-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მან ასევე გააკრიტიკა აშშ კიევისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების არმიწოდების გამო.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მითხრა, რომ მას სჭირდება მხოლოდ 200 უფრო მოწინავე ბალისტიკური სისტემა, როგორიცაა ATACMS და აშშ-ს აქვს ათასობით ასეთი სისტემა მარაგში. რატომ ვაკავებთ მათ? სხვა რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდნენ ისინი, გარდა იმისა, რომ უკეთესად იქნებოდა დასავლეთის, მათ შორის შეერთებული შტატების გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტია?", - დასძინა ბორის ჯონსონმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×