რეზონანსი
14.09.2023

ჩვენ ვემზადებით პროგრესისთვის, ევროპულ გზაზე კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმისთვის. ეს ჩვენ სუბიექტურადაც გვაწყობს და ამ ქვეყნის რეალური სიყვარულიდანაც გამომდინარეობს. ისე კი არა, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს რომ ისვრიან, რეალური სიყვარულიდან, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ევროკომისიის დასკვნა ობიექტური იქნება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„ჩვენ გვაქვს ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი. თუ სუბიექტური და არასამართლიანი იქნება კვლავ, ამასაც თამამად ვიტყვით და არ მოვერიდებით ამის თქმას. ჩვენი ოპონენტები და მათი პატრონები რას ელოდებიან და რისთვის ემზადებიან? ახლა ოქტომბრისთვის ემზადებიან, წინასწარ გეტყვით, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, რომ რაღაცნაირად დაადუღონ, თუკი ევროკომისიაში ისეთი დასკვნა არ დაიდო, როგორიც ამ ქვეყანას ეკუთვნის. თუ ასეთი დასკვნა არ დაიდო, ისინი კვლავ რევოლუციისთვის, ადუღებისთვის ემზადებიან. ამზადებენ თავიანთ წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს რომ ეძახიან და არჩევენ ადამიანებს, რომლებიც რადიკალურ მოქმედებებზე იქნებიან წამსვლელები და მერე ჩვენი განათლებული, ძალიან პროგრესურლი ახალგაზრდების სახელით ლაპარაკობენ ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის" კლასტერს მიეკუთვნებიან და გადარიცხვების ფურცლებს შეშინებულები ვერ აქვეყნებენ", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×