რეზონანსი
14.09.2023

დააკვირდით ოპოზიციის განცხადებებსა და ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გაკეთებული განცხადებებს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მიზანმიმართულად, ახალი მესიჯი მოიგონეს, რომ თითქოს ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არ იმსახურებს ევროპასა და ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„აქვთ მცდელობა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არსებული ხელისუფლება დააშორონ და გაყონ ერთმანეთისგან. თუმცა, დღეს საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. მოყოლებული 2012 წლიდან, „ქართული ოცნება" სარგებლობს დიდი ავტორიტეტით და ეს ყველაფერი გამოისახება არჩევნებში, მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, გუშინ მგონი სააკაშვილის განცხადება იყო სხვა პოლიტიკოსებთან მიმართებაში, რომ მათ ევროპელების მხარდაჭერა არ ექნებათ და არანაირი რესურსი არ გააჩნიათო. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკოსის სტატუსი გაქვს გაქვს პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკოსმა უნდა იზრუნოს რომ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვოს და ჰქონდეს მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რომ წარმატებას მიაღწიო. ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ რადიკალებს ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, არაფრად არ აგდებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას", - განმარტა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×