რეზონანსი
14.09.2023

ნათლად მეტყველებს ფაქტი რამდენად დაშლილია ოპოზიცია, როდესაც საკუთარი პარტიის წევრ პარლამენტარებსაც კი არ ენდობიან და ამბობენ, რომ არავინ არ შევიდეთ სხდომათა დარბაზში, რომ იქ ვიღაცამ მხარი არ დაუჭიროს იმპიჩმენტსო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რამხელა უნდობლობა აქვთ ერთმანეთის მიმართ ეს ჩანს ძალიან კარგად. აქედან ასევე ჩანს, რომ ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მოშლილია. ერთმანეთსაც კი აღარ ენდობიან. ეს არის მათი დღევანდელი მდგომარეობა. რამდენად დაუჭერს ვინმე ოპოზიციიდან მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, არ მაინტერესებს ამ თემაში შესვლა. ჩვენთვის მთავარი იყო აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენთვის მთავარია დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია. ეს არის ჩვენთვის მთავარი. რაც შეეხება ოპოზიცია, დაინახეთ მათი სახე. ეს არის კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკური ძალა. ისინი ძალადობდნენ კონსტიტუციაზე, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და დღემდე აგრძელებენ კონსტიტუციაზე ძალადობას. ამის გამოხატულებაა ისიც, რომ მართალია პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ არ აპირებენ იმპიჩმენტის მხარდაჭერას. და მეორე, ეს პოლიტიკური ძალა სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, აგენტად. დღეს თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტს გამოდის, რომ მათ სცადეს მოეტყუებინათ 3 მილიონი ამომრჩეველი. სრული ლუსტრაციაა და მთავარი მიზანი ჩვენი იყო ლუსტრაცია და მთავარი მიზეზი და მიზანი რატომაც ჩვენ აღვძარით იმპიჩმენტის პროცედურა არის ყველაფრის გაშიშვლება. „ნაცმოძრაობის" გაშიშვლება კიდევ ერთხელ და იმ ალიანსის გაშიშვლება, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, მათი საერთო პატრონიდან გამომდინარე", - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×