რეზონანსი
14.09.2023

ყველანაირად ვიქნებით მზად, იმისთვის რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ამისთვის ყველაფერი კეთდება და ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ყურადღება 12 რეკომენდაციის შესრულებაზე გაამახვილა.

„საბოლოო ჯამში, ხედავთ, რომ მაქსიმალურად დავიწროვდა საკითხების წრე. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება - რომ ისინი აკვირდებიან სამ საკითხს. ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით ვმუშაობთ და მეტიც, უახლოეს დღეებში დეტალურ ინფორმაციას საგანგებოდ წარვუდგენთ საზოგადოებას იმის შესახებ თუ როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ამ კვირაში, მომავალ კვირაში", - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე ყველას მოუწოდა თავი შეიკავონ ხალხსა და ხელისუფლებას შორის ზღვრის გავლებისგან, რადგან ეს არის ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×