რეზონანსი
14.09.2023

პრემიერ-მინისტრმა შვებულების ფარგლებში ჩარტერული რეისი გამოიყენა, ამაში თავისი ოჯახის თანხა გადაიხადა და ნახეთ, ამაზე რა ამბავი ატეხეს, ამ დროს ყოფილ პრეზიდენტთან ერთად თავად ეს ოპოზიციონერები იყვნენ მომხმარებლები სახელმწიფოს ხარჯზე კერძო მიზნებისთვის უამრავი გადაფრენის, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საკითხს, რომელიც კანონდარღვევით იყო ჩადენილი, ადრე თუ გვიან ფარდა ეხდება.

„ოფიციალური ფრენების გარდა, ცალკე კიდევ გასაიდუმლოებული გრიფით თავდაცვის სამინისტროში 24 მილიონი კონტრაქტი იყო გაფორმებული „აირზენასთან", რათა მათ გრიფით „საიდუმლო" განეხორციელებინათ ფრენები პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირების. როგორც ირკვევა, ამ ფრენების აბსოლუტური უმრავლესობა კერძო მიზნებისთვის იყო გამოყენებული, რომელსაც არანაირი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და დამოკიდებულება არ ჰქონდა. ეს კიდევ აჩვენებს სრულ ფარისევლობას და აცდენას ოპოზიციისას. 11 წლის შემდეგ იქნება თუ ხუთი წლის შემდეგ, ყველა საკითხს, რომელიც კანონდარღვევით იყო ჩადენილი, ადრე თუ გვიან ფარდა ეხდება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×