რეზონანსი
14.09.2023

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაშლის ბოლო სტადიაშია.

"კიდევ ერთხელ მოხდა რადიკალური ოპოზიციის ლუსტრაცია. მათ აჩვენეს, რომ აბსოლუტურად უპრინციპო, არათანმიმდევრული ძალაა, რომელიც თავის ამომრჩეველსაც კი ყოველდღიურად ატყუებს. პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაშლის ბოლო სტადიაშია. მათ არ ჰყავთ მომავლის ლიდერი, არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი და შიგნით მიდის ყოველდღიური ბრძოლა ძალაუფლების, გავლენების გადანაწილებისთვის. მას, ვისაც არ აქვს მომავლის დღის წესრიგი, ვინც თავისი ქვეყნისთვის ძირის გამოთხრით არის დაკავებული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს და მე დიდი იმედი მაქვს საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი საზოგადოება ზუსტად ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×