რეზონანსი
11.09.2023

როგროც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომხეთში, ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნების დაწყებას გამოეხმაურა არაფერია კარგი იმაში, რომ ნატო-ს აგრესიული ქვეყანა ცდილობს ამიერკავკასიაში შეღწევას

ლავროვის თქმით, სადაც არ უნდა გამოჩნდნენ ამერიკელები, ეს არსად იწვევს რაიმე კარგს.

„არაფერია კარგი იმაში, რომ ნატო-ს აგრესიული ქვეყანა ცდილობს ამიერკავკასიაში შეღწევას. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმესთვის არის კარგი, მათ შორის თავად სომხეთისთვის. სადაც არ უნდა გამოჩნდნენ ამერიკელები და მათ აქვთ ასობით ბაზა მთელს მსოფლიოში, ეს არსად იწვევს რაიმე კარგს. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი ჩუმად სხედან, მაგრამ ძალიან ხშირად ცდილობენ ყველაფერი, მათ შორის პოლიტიკური პროცესებიც, საკუთარ თავზე მოირგონ. ჩვენ ვწუხვართ სომხეთის ხელმძღვანელობის ქმედებების გამო", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×