პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტიდან პირადი ვიზიტისთვის არც ერთი თეთრი არ გამოუყენებია. ამილახვარის განცხადებით, ამაში მოსახლეობა დარწმუნდება, როდესაც შესაბამისი დეკლარაცია გასაჯაროვდება. "იმ მოღალატეებს, ვისაც ასეთი რაღაცები უკეთებიათ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ქურდს ჯიბე ეწოდაო, ახლა წარმოუდგენიათ მათ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში ნებისმიერი მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი თუ სხვა მაღალჩინოსანი რაიმე მსგავს იკადრებს ან თავში მოუვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომ, ტყუილად ცდილობთ თქვენ რაღაცა ღია კარის მტვრევას იქ, სადაც მსგავსი არაფერი არსებობს. ნათლად განიმარტა, რომ არც ერთი თეთრი ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტიდან არ გამოუყენებია მისი პირადი ვიზიტისთვის. სხვა დანარჩენზე თავადაც დეკლარაციაში იხილავთ როცა ამის დრო მოვა, თუ რა წყაროები დაფინანსდა," - აცხადებს გიორგი ამილახვარი.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|