ვიცით ვინ არის ლომჯარია და საიდან ფინანსდება იგი - მისი გაერთიანება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საქართველოში ძალადობრივი ცვლილებები მოხდეს. ზუსტად ამისთვის უნდათ საზოგადოებისთვის ავტორიტეტი სახეების გამოყენება, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში" „ხალხის ძალის" ერთ-ერმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ლომჯარიასნაირ გაერთიანებებში წევრიანდებიან, ან იციან, რომ ბოლო რევოლუცია და ხელისუფლების გადატრიალებაა, ან ბრმად მიყვებიან ამ ყველაფერს. „გლობალური ომის პარტიის მცდელობა იყო „ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება"ერთ სიბრტყეზე დაეყენებინა - გვახსოვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ამასთან დაკავშირებით. არაფერი გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობებს აგრძელებენ. არასამთავრობო სექტორის გავლითაც სცადეს საზოგადოების ნაწილის კონსოლიდაცია - ამანაც არ იმუშავა; ახლა უკვე ეროვნული მოტივები შემოიტანეს - რაღაც კლიპი ვნახე, სადაც ხაზგასმული იყო, რომ თითქოს ეროვნული თვითმყოფადობა კავშირშია ევროპულ იდენტობასთან და თითქოს ამ მხრივ მოდის ახალი ძალა და ამის გარშემო უნდათ საზოგადოების გაერთიანება. ჩვენი, „ხალხის ძალის" მიზანია, ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენ ვიცით ვინ არის ლომჯარია და საიდან ფინანსდება იგი. მისი გაერთიანება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საქართველოში ძალადობრივი ცვლილებები მოხდეს. ზუსტად ამისთვის უნდათ საზოგადოებისთვის ავტორიტეტი სახეების გამოყენება, რომ თითქოს ეროვნულ ნიადაგზე შექმნილი გაერთიანებებით „გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი", რომელსაც თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება.
იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გაერთიანებებში წევრიანდებიან, ან იციან, რომ ბოლო რევოლუცია და ხელისუფლების გადატრიალებაა, ან ბრმად მიყვებიან ამ ყველაფერს და მათ კითხვა მაინც უნდა დასვან - ვის ემსახურებიან და საიდან იღებენ დაფინანსებას", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|