რეზონანსი
11.09.2023

პარტია „გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრემიერის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.

„პრემიერის იმპიჩმენტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. თუ დავფიქრდებით, ოპოზიციას ღარიბაშვილი ყველაზე მეტად გვაწყობს „ქოცების" პრემიერად. გამარჯვება თუ გინდა და საერთოდ რამის გამკეთებელი ხარ, სხვანაირად როგორ უნდა დაგეხმაროს „ქართული ოცნება". შენ კიდევ ითხოვ ხელისუფლების ყველაზე სუსტი და რეპუტაციაშერყეული პერსონა გადავაყენოთ და ამის ნაცვლად, ქოცებსვე ვთხოვოთ, უკეთესი პრემიერი მოგვიყვანონ. ამის რატომ გჯერა, რა გაძლევს ამის საფუძველს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრემიერმა ყველაფერში წააგო - პრეზიდენტთან წააგო, თვითმფრინავის საქმეზე წააგო, ბორელი რომ ჩამოვიდა, წააგო და წააგო. ამ დროს შენ გინდა, გამარჯვებით დაასრულებინო, რომ საბოლოო ჯამში, მისი იმპიჩმენტი ვერ შედგა", - იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რა მიზანი აქვს „ლელოს", როდესაც ის პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს, ხვიჩიამ განაცხადა:

„თავის გამოჩენის სურვილი. როგორც მასწავლებელი კლასში იტყვის, აბა, ვინ არის მზად გაკვეთილისთვისო და რომც არ იყო მზად, ხელს რომ იწევ ყველაზე ენერგიულად და იძახი, მას, მას გამიყვანეო, ასეთი ეფექტი აქვს. თავის გამოჩენა მაშინ, როდესაც ეს თემა მაინცდამაინც თავის გამოსაჩენი არ არის", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის" პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვს. ამის შესახებ „ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×