რეზონანსი
11.09.2023

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა „ხალხის ძალის" დღევანდელ განცხადებაზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ „ნინო ლომჯარია ცნობილი „ნაციონალია" და მას შუაშისტად ვერავის შეასაღებ, იგივე შეიძლება ითქვას მისი თავმჯდომარეობით დაფუძნებული პლატფორმის წევრების უმრავლესობაზეც".

„ეს ყოველ ჯერზე ხდება, ნამდვილად ასე იყო, რომ მუდმივად ცდილობენ, წარმოაჩინონ „არანაცებად" „ნაცები", ასე შექმნან ცალკე ხაზები საარჩევნოდ. გახარია ამის მაგალითი იყო, კიდევ ვისზე იყო საუბარი, არ ვიცი, თუმცა ჩავარდა ეს პროექტი, საერთოდ არ არის საინტერესო. რაც შეეხება ლომჯარიას წარმოჩენას „არანაციონალად" ეს მართლა საოცრებაა, ვინ გეგმავს ასეთ რაღაცებს უბრალოდ წარმოუდგენელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×