რეზონანსი
10.09.2023

გახსოვთ, დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯები არ იყო პრობლემა, არ იყო დანაშაული, მაშინ როდესაც რეალურად, ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა იმ საკითხების მოგვარება მისთვის, რომელიც მის პირად საჭიროებას განეკუთვნებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრემიერის მიუნხენში მგზავრობაზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს რა ვითარება გვაქვს - პრემიერმა ისარგებლა ჩარტერით და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა ამისთვის. ეს არის რეალობა. რაც შეეხება თვითონ ხარჯებს, ეს იქნება დეკლარირებული და საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯები. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის დღესავით ნათელი.

მაინც გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა სტანდარტი. თავის დროზე, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს. დღეს საკუთარი, პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ასახული დეკლარაციაში", - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ოპოზიცია კი პრემიერის იმპიჩმენტზე ალაპარაკდა - ინიციატორი პარტია „ლელოა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×